Vimolife, GRANDE, კომოდი, 80 x 45 x 81.8 სმ
Vimolife-ს თანამედროვე დიზაინით გამორჩეული კომოდი იდეალური დანამატია თქვენი სახლისთვის. ბუნებრივი ფერის შეხამებით შექმნილი ტუმბო დამზადებულია მაღალი ხარისხის, გამძლე მასალებისგან, რაც ხანგრძლივი გამოყენების გარანტიას იძლევა, ხოლო ტევადი უჯრები მოგცემთ საშუალებას მარტივად დააორგანიზოთ თქვენი ნივთები. იდეალურია საძინებლისთვის, შემოსასვლელისა და მისაღები ოთახისთვის.
მახასიათებლები:
მასალა: დამზადებულია მაღალი ხარისხის MFC მასალით. მარტივია გასაწმენდად, რაც საშუალებას გაძლევთ ხანგრძლივად შეუნარჩუნოთ ვიზუალი.
დიზაინი: ბუნებრივი ხის ეფექტის ზედაპირი ავეჯს ერთდროულად თბილ და მინიმალისტურ იერს ანიჭებს, რაც იდეალურად ერგება თანამედროვე დიზაინის სახლს.
მოსახერხებელი ზომა: 80 x 45 x 81.8 სმ-იანი კომოდი კომპაქტური, თუმცა ტევადია. 4 სათავსო უჯრა საშუალებას გაძლევთ შეინახოთ თქვენი ტანსაცმელი, ნივთები, წიგნები, სათვალეები თუ სხვა, რაც სივრცის დაზოგვასთან ერთად გეხმარებათ ნივთების დაორგაბიზებაში.
Vimolife
Vimolife თურქული ავეჯის ბრენდია, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე და ფუნქციური დიზაინით. ბრენდმა სწრაფად მოიპოვა ნდობა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე და დღეს უკვე მრავალი ქვეყნის მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ და ყველა სტილის ინტერიერზე მორგებულ ავეჯს სთავაზობს.
პროდუქცია პრემიუმ მასალებით — E1 ხარისხის დაფებით, MDF-ით და მყარი ხის დეტალებით მზადდება, რაც გამძლეობასა და ბუნებრივ ელემენტს მატებს. დაბალი ფორმალდეჰიდის გამოყოფა წარმოების პროცესში, კიდევ უფრო უსვამს ხაზს ბრენდის გარემოს დაცვის მიმართ პასუხისმგებლობას.
Vimolife-ს კოლექცია მოიცავს საძინებლის კომპლექტებს, ტელევიზორის სტენდებს, მაგიდებს, წიგნის კარადებსა და სხვა მრავალფუნქციურ ავეჯს, რომლებიც ფუნქციურობასა და ესთეტიკას აერთიანებს და მარტივად ეწყობა ნებისმიერ ინტერიერს. ძლიერი წარმოებისა და ლოჯისტიკის წყალობით, ბრენდი წარმატებით ახორციელებს ექსპორტს ევროპის მრავალ ქვეყანაში, ხოლო ISTA 3A სტანდარტის შეფუთვა უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხო მიწოდებას.











