Vimolife, ტელევიზორის მაგიდა, 180 x 35 x 53 სმ

609,90 

Vimolife, ტელევიზორის მაგიდა, 180 x 35 x 53 სმ

Vimolife-ს თანამედროვე ტელევიზორის მაგიდა არის ელეგანტური და ფუნქციური გადაწყვეტილება თქვენი მისაღები ოთახისთვის. გარდა ესთეტიკისა, მაგიდა უზრუნველყოფს პრაქტიკულობას — მოყვება სათავსო სივრცეები, სადაც შეგიძლიათ ორგანიზებულად მოათავსოთ ტექნიკა, წიგნები ან დეკორაციები.

 

მახასიათებლები:

მასალა: დამზადებულია მაღალი ხარისხის MFC და MDF მასალებისგან, ზედაპირი გაფორმებულია მემბრანის საფარით, რაც უზრუნველყოფს გამძლეობასა და დახვეწილ იერს.

დიზაინი: შთაგონებულია სკანდინავიური სტილით — ბუნებრივი ხის ეფექტის ზედაპირი შეთავსებულია რბილ, მქრქალ თეთრ კარებს, რაც ავეჯს ერთდროულად თბილ და მინიმალისტურ იერს ანიჭებს.

ნივთის ზომა: 180 x 35 x 53 სმ, რაც იდეალურია როგორც დიდი, ისე საშუალო სივრცეებისთვის.

Vimolife

Vimolife თურქული ავეჯის ბრენდია, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე და ფუნქციური დიზაინით. ბრენდმა სწრაფად მოიპოვა ნდობა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე და დღეს უკვე მრავალი ქვეყნის მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ და ყველა სტილის ინტერიერზე მორგებულ ავეჯს სთავაზობს.

პროდუქცია პრემიუმ მასალებით — E1 ხარისხის დაფებით, MDF-ით და მყარი ხის დეტალებით მზადდება, რაც გამძლეობასა და ბუნებრივ ელემენტს მატებს. დაბალი ფორმალდეჰიდის გამოყოფა წარმოების პროცესში, კიდევ უფრო უსვამს ხაზს ბრენდის გარემოს დაცვის მიმართ პასუხისმგებლობას.

Vimolife-ს კოლექცია მოიცავს საძინებლის კომპლექტებს, ტელევიზორის სტენდებსმაგიდებს, წიგნის კარადებსა და სხვა მრავალფუნქციურ ავეჯს, რომლებიც ფუნქციურობასა და ესთეტიკას აერთიანებს და მარტივად ეწყობა ნებისმიერ ინტერიერს. ძლიერი წარმოებისა და ლოჯისტიკის წყალობით, ბრენდი წარმატებით ახორციელებს ექსპორტს ევროპის მრავალ ქვეყანაში, ხოლო ISTA 3A სტანდარტის შეფუთვა უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხო მიწოდებას.