SONGMICS, სარეცხის სათავსო, ნაცრისფერი, 93 x 32 სმ
SONGMICS-ის სარეცხის სათავსო იდეალური არჩევანია თქვენი სახლისთვის და გაგიმარტივებთ სარეცხისა თუ სხვა საჭირო ნივთების ორგანიზებას. პრაქტიკული სათავსო სადა, თანამედროვე დიზაინით იტევს 36 კგ-მდე წონის ნივთებს. ზედა თაროს მაქსიმალური დატვირთვა 20 კგ-ია, ხოლო ტომრების 8-8 კგ. განკუთვნილია აბაზანისთვის, შესაძლებელია საძინებელში განთავსება.
მახასიათებლები:
• სათავსოს ზედა თარო საშუალებას გაძლევთ მასზე განათავსოთ პირსახოცები, სარეცხი საშუალებები თუ სხვა საჭირო ნივთები აბაზანისთვის.
• მაღალი ხარისხის გადამუშავებული ხისა და ფოლადისგან დამზადებული სტრუქტურა გამძლეა და ხანგრძლივ გამოყენებას განაპირობებს. ოქსფორდის ქსოვილის ტომრები კი წყალგამძლეა. ფოლადის მილების სისქე 1.5 სმ-ია. მტკიცე კონსტრუქცია გაძლევთ საშუალებას სათავსოში განათავსოთ 36 კგ-მდე წონის ნივთები.
• ტომრები მარტივად ეხსნება სათავსოს, რაც ამარტივებს მათ რეცხვას და მოვლას.
• სათავსოს აქვს 4 ბორბალი მარტივი გადაადგილებისა და კომფორტული გამოყენებისთვის ნებისმიერ სივრცეში. ბორბლებს აქვს ჩამკეტი, რაც სათავსოს ერთ ადგილას დაფიქსირების საშუალებას გაძლევთ.
SONGMICS
SONGMICS, SONGMICS HOME-ის სახლის ავეჯისა და აქსესუარების ბრენდი დაარსდა 2012 წელს. ბრენდის დევიზია "უბრალოების საზღვარს მიღმა". SONGMICS მომხმარებელს პრაქტიკული, მრავალმხრივი და მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. მათი პროდუქცია მოიცავს: სათავსოებს სახლისთვის, დეკორს, ეზოსა და ბაღის აქსესუარებს, სპორტისა და გარე აქტივობების აღჭურვილობებსა და სხვა.
SONGMICS განსაკურთრებულ ყურადღებას აქცევს თითოეული ოჯახისა და სახლის უნიკალურ საჭიროებებს. ბრენდის მთავარი მიზანია კომფორტული და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება მომხმარებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.







