SONGMICS, სარეცხის კალათა, 50 x 50 x 46 სმ
SONGMICS სარეცხის ორგანაიზერი არის პრაქტიკული და ელეგანტური პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნებაში. მისი კომპაქტური და გემოვნებიანი დიზაინი ინტერიერს მატებს ჰარმონიისა და სისუფთავის ატმოსფეროს, ხოლო მრავალფუნქციური გამოყენება საშუალებას გაძლევთ სივრცე ეფექტურად მოაწესრიგოთ როგორც საძინებელში, ასევე აბაზანაში.
მახასიათებლები:
• პრაქტიკული დეტალები – გახსნის ზედა ნაწილში აქვს შეკუმშვის თოკი, რომელიც იცავს ტანსაცმელს მტვრისგან და შემთხვევით გადაყრისგან, ასევე უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას. სახელურები კი ადვილად გადაადგილების საშუალებას იძლევა.
• მტკიცე, სუნთქვადი და უსაფრთხო – დამზადებულია 2.5 მმ სისქის პოლესტერ-ბამბის ნაზავი ქსოვილისგან და გამაგრებულია ბამბის თოკებით. კალათა თვითონვე ინარჩუნებს სტაბილურობას, არის სუნთქვადი და უსაფრთხო.
• სტილური დიზაინი – ფერებისა და მასალების კომბინაცია სარეცხის კალათას ანიჭებს უნიკალურ და თანამედროვე იერსახეს, რომელიც ყველა ინტერიერს უხდება. ფუნქციონალურს გარდა, ეს პროდუქტი დეკორატიულ ელემენტადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ
SONGMICS
SONGMICS, SONGMICS HOME-ის სახლის ავეჯისა და აქსესუარების ბრენდი დაარსდა 2012 წელს. ბრენდის დევიზია "უბრალოების საზღვარს მიღმა". SONGMICS მომხმარებელს პრაქტიკული, მრავალმხრივი და მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. მათი პროდუქცია მოიცავს: სათავსოებს სახლისთვის, დეკორს, ეზოსა და ბაღის აქსესუარებს, სპორტისა და გარე აქტივობების აღჭურვილობებსა და სხვა.
SONGMICS განსაკურთრებულ ყურადღებას აქცევს თითოეული ოჯახისა და სახლის უნიკალურ საჭიროებებს. ბრენდის მთავარი მიზანია კომფორტული და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება მომხმარებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.







