SONGMICS, ფეხსაცმლის სათავსო, 75 x 93 სმ
SONGMICS-ის ფეხსაცმლის სათავსო არის პრაქტიკული დანამატი თქვენი სახლისთვის. ეს სათავსო დაგეხმარებათ სივრცის დაზოგვასა და კომფორტული გარემოს შენარჩუნებაში. მაღალი ხარისხის მასალებით დამზადებული ფეხსაცმლის თარო გამოირჩევა სადა, დახვეწილი დიზაინით და იდეალურად მოერგება თქვენს შემოსასვლელს.
მახასიათებლები:
• ფეხსაცმლის სათავსო დამზადებულია მაღალი ხარისხის ფოლადისა და გადამუშავებული ხისგან, რაც მის ხანგრძლივ გამოყენებასა და გამძლეობას განაპირობებს.
• შიდა თაროების მაქსიმალური დატვირთვა 11 კგ-ია, ხოლო ზედა თაროსი 27 კგ. სათავსო დაახლოებით იტევს 16-20 წყვილ ფეხსაცმელს.
• ფეხსაცმლის სათავსოს აქვს 5 დანაყოფი ფეხსაცმელებისა და სხვა ნივთების განსათავსებლად. აქვს რეგულირებადი თაროები.
SONGMICS
SONGMICS, SONGMICS HOME-ის სახლის ავეჯისა და აქსესუარების ბრენდი დაარსდა 2012 წელს. ბრენდის დევიზია "უბრალოების საზღვარს მიღმა". SONGMICS მომხმარებელს პრაქტიკული, მრავალმხრივი და მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. მათი პროდუქცია მოიცავს: სათავსოებს სახლისთვის, დეკორს, ეზოსა და ბაღის აქსესუარებს, სპორტისა და გარე აქტივობების აღჭურვილობებსა და სხვა.
SONGMICS განსაკურთრებულ ყურადღებას აქცევს თითოეული ოჯახისა და სახლის უნიკალურ საჭიროებებს. ბრენდის მთავარი მიზანია კომფორტული და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება მომხმარებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.











