Hanah Home, კონსოლი, 160 x 35 x 78 სმ
Hanah Home-ს სადა დიზაინით გამორჩეული კონსოლი შესანიშნავი დანამატია თქვენი ინტერიერისთვის. თანამედროვე ვიზუალი და ტევადი სათავსოები დაგეხმარებათ ნივთების დაორგანიზებასა და სივრცის დაზოგვაში. დამზადებულია მაღალი ხარისხის, გამძლე მასალებისგან. იდეალურია შემოსასვლელი და მისაღები სივრცეებისთვის.
მახასიათებლები:
მასალა: დამზადებულია 18 მმ სისქის 100%-ით მელამინით დაფარული MDF-ის მასალით - გამძლე, მარტივად გასაწმენდი და ვიზუალურად მიმზიდველი მასალისგან, რომელიც ხანგრძლივად ინარჩუნებს პირვანდელ იერს. კონსოლს აქვს მეტალის ფეხები და პლასტმასის სახელურები.
დიზაინი: თანამედროვე და სადა ფორმები ავეჯს სძენს თბილ, მყუდრო და მინიმალისტურ იერს. იდეალურად ერწყმის სხვადასხვა სტილის ინტერიერს.
მოსახერხებელი ზომა: 160 x 35 x 78 სმ-იანი კონსოლი ტევადია. იდეალურია მცირე სივრცეებისთვისაც, სადაც ორგანიზებულობა და ესთეტიკა თანაბრად მნიშვნელოვანია.
სათავსო: ოთხი პრაქტიკული თარო საშუალებას გაძლევთ მარტივად დააორგანიზოთ და მოათავსოთ მედია მოწყობილობები, წიგნები ან სხვა საჭირო ნივთები.
Hanah Home
Hanah Home - სკანდინავიური ფუნქციურობა თანამედროვე ცხოვრებაში.
Hanah Home ბრენდს სჯერა რომ ვიზუალურთან ერთად პროდუქცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი, პრაქტიკული და აკმაყოფილებდეს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს. ბრენდი დაფუძნებულია სკანდინავიური დიზაინის პრინციპებზე, რასაც სახლში სინათლე, ორგანიზებულობა და ჰარმონიულობა შემოაქვს.
Hanah Home სპეციალიზირებულია ისეთი დიზაინის შექმნაში, რომელიც ითვალისწინებს სივრცის მაქსიმალურ გამოყენებას და ამარტივებს ყოველდღიურ რუტინას. ჭკვიანი თაროები, მრავალფუნქციური მაგიდები - ყოველი პროდუქტი შექმნილია პრაქტიკულობისთვის. ტრადიციული ვიზუალებიდან მიღებული შთაგონების მიუხედავად, ბრენდის მთავარი ყურადღება მიმართულია თანამედროვე ესთეტიკაზე უნიკალური იერის შესაქმნელად.
ხარისხი და მრავალფეროვნება ნებისმიერი სივრცისთვის
Hanah Home-ის ხელმისაწვდომობა და ხარისხი განისაზღვრება მასალების შერჩევით. მაღალი ხარისხის მელამინით დაფარული MDF განაპირობებს სუფთა, ესთეტიკურ ვიზუალს და მდგრადია ნაკაწრებისა და ტენიანობის მიმართ, ამასთანავე, მასალა მარტივია მოსავლელად. ამ ყოველივემ Hanah Home-ს მისცა საშუალება შეექმნა ისეთი ავეჯი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ ოთახშია შესაძლებელი - ტენიან აბაზანასა თუ მისაღებში.
Hanah Home დაგეხმარებათ მარტივად გაუმკლავდეთ სახლის მოწყობის გამოწვევებს თქვენი სივრცის ჰარმონიულობისთვის.
Hanah Home ითავსებს ჭკვიან დიზაინს, უნივერსალურ სტილსა და პრაქტიკულობას, რაც ქმნის ორგანიზებული, ჰარმონიული და პრაქტიკული ცხოვრების შესაძლებლობას.








