Hanah Home, კედლის თარო, 60 x 15 x 10 სმ

79,90 

Hanah Home, კედლის თარო, 60 x 15 x 10 სმ

Hanah Home-ის კედლის თარო ელეგანტურობისა და პრაქტიკულობის იდეალური ნაზავია, რომელიც ნებისმიერ ოთახს სტილსა და დახვეწილ იერს სძენს. მაღალი ხარისხით დამუშავებული ხის ზედაპირი და თანამედროვე მეტალის სამაგრები თაროს არა მხოლოდ დეკორატიულ აქცენტად, არამედ საიმედო და გამძლე ელემენტად აქცევს.

 

მახასიათებლები:

მასალა: მტკიცე ხის თარო და გამძლე მეტალის სამაგრები

დიზაინი: ოქროსა და ყავისფერი ტონების ჰარმონიული შეხამება სივრცეს სითბოსა და ელეგანტურობას მატებს

ზომა: 60 x 15 x 10 სმ კომპაქტური ზომა საშუალებას იძლევა მარტივად მოათავსოთ ვიწრო კედლებზე, კუთხეებთან ან ნებისმიერი ოთახის თავისუფალ მონაკვეთში

Hanah Home

Hanah Home - სკანდინავიური ფუნქციურობა თანამედროვე ცხოვრებაში.
Hanah Home ბრენდს სჯერა რომ ვიზუალურთან ერთად პროდუქცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი, პრაქტიკული და აკმაყოფილებდეს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს. ბრენდი დაფუძნებულია სკანდინავიური დიზაინის პრინციპებზე, რასაც სახლში სინათლე, ორგანიზებულობა და ჰარმონიულობა შემოაქვს.
Hanah Home სპეციალიზირებულია ისეთი დიზაინის შექმნაში, რომელიც ითვალისწინებს სივრცის მაქსიმალურ გამოყენებას და ამარტივებს ყოველდღიურ რუტინას. ჭკვიანი თაროები, მრავალფუნქციური მაგიდები - ყოველი პროდუქტი შექმნილია პრაქტიკულობისთვის. ტრადიციული ვიზუალებიდან მიღებული შთაგონების მიუხედავად, ბრენდის მთავარი ყურადღება მიმართულია თანამედროვე ესთეტიკაზე უნიკალური იერის შესაქმნელად.
ხარისხი და მრავალფეროვნება ნებისმიერი სივრცისთვის
Hanah Home-ის ხელმისაწვდომობა და ხარისხი განისაზღვრება მასალების შერჩევით. მაღალი ხარისხის მელამინით დაფარული MDF განაპირობებს სუფთა, ესთეტიკურ ვიზუალს და მდგრადია ნაკაწრებისა და ტენიანობის მიმართ, ამასთანავე, მასალა მარტივია მოსავლელად. ამ ყოველივემ Hanah Home-ს მისცა საშუალება შეექმნა ისეთი ავეჯი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ ოთახშია შესაძლებელი - ტენიან აბაზანასა თუ მისაღებში.
Hanah Home დაგეხმარებათ მარტივად გაუმკლავდეთ სახლის მოწყობის გამოწვევებს თქვენი სივრცის ჰარმონიულობისთვის.
Hanah Home ითავსებს ჭკვიან დიზაინს, უნივერსალურ სტილსა და პრაქტიკულობას, რაც ქმნის ორგანიზებული, ჰარმონიული და პრაქტიკული ცხოვრების შესაძლებლობას