Flora Design, საწერი მაგიდა, 90 x 60 x 74 სმ
Flora Design-ს საწერი მაგიდა იდეალურია როგორც სამუშაოდ, ისე სწავლისა და კრეატიული საქმიანობისთვის. ფართო ზედაპირი უზრუნველყოფს კომფორტულ სივრცეს ლეპტოპისთვის, წიგნებისთვის და საკანცელარიო ნივთებისთვის. საწერი მაგიდა არა მხოლოდ სამუშაოსთვის განკუთვნილი ადგილია, არამედ ინტერიერის მნიშვნელოვანი ელემენტიც, რომელიც სიმყუდროვეს მატებს თქვენს სივრცეს.
მახასიათებლები:
მასალა: დამზადებულია სერტიფიცირებული E1 სტანდარტის 18 მმ-იანი MDF-სგან - გამძლე, მარტივად გასაწმენდი და ვიზუალურად მიმზიდველი მასალისგან, რომელიც ხანგრძლივად ინარჩუნებს პირვანდელ იერს.
დიზაინი: კლასიკური ელეგანტურობისა და თანამედროვე მინიმალიზმის კომბინაცია - სუფთა ხაზები და სადა ზედაპირი ვიზუალურად ამდიდრებს ოთახის ინტერიერს.
მოსახერხებელი ზომა: 90 x 60 x 74 სმ - კომპაქტური და ამავდროულად ტევადი. იდეალურია მცირე სივრცეებისთვისაც, სადაც ორგანიზებულობა და ესთეტიკა თანაბრად მნიშვნელოვანია.
Flora Design
Flora Design - თურქული ბრენდია, რომლის მიზანიც მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნაა. მათი ავეჯი გამოირჩევა ელეგანტური, მყუდრო ვიზუალით, რაც თქვენს სახლს ფუნქციურობასთან ერთად ხიბლს შემატებს. ბრენდის ასორტიმენტში შედის კარადები, მაგიდები და სხვა.
Flora Design ქმნის თანამედროვე და კლასიკურ ავეჯს, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტსა და ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე.











