SONGMICS, ტანსაცმლის ორგანაიზერი, 30 x 30 x 10 სმ
SONGMICS ტანსაცმლის ორგანაიზერი არის პრაქტიკული და ელეგანტური გადაწყვეტა, რომელიც დაგეხმარებათ სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნებაში. მისი კომპაქტური და გემოვნებიანი დიზაინი ინტერიერს მატებს ჰარმონიისა და სისუფთავის ატმოსფეროს, ხოლო მრავალფუნქციური გამოყენება საშუალებას გაძლევთ სივრცე ეფექტურად მოაწესრიგოთ როგორც საძინებელში, ასევე აბაზანაში.
მახასიათებლები:
• მრავალფუნქციური და სივრცის დამზოგავი: იდეალურია წინდების, ჰალსტუხების, ქამრებისა და სხვა ნივთების ორგანიზებისთვის. შესაძლებელია დალაგება კარადაში, უჯრებში ან თაროებზე.
• გამძლე და ვენტილირებადი: დამზადებულია უქსოვი ქსოვილისა და უსუნო PP პანელებისგან, ხოლო ბადისებრი გამყოფები ინარჩუნებს ჰაერის ცირკულაციას.
• მარტივი აწყობა და პრაქტიკული შენახვა: მხოლოდ ქვედა პანელების ჩასმით ორგანაიზერი სწრაფად მზადდება გამოსაყენებლად, ხოლო გამოყენების შემდეგ მარტივად იკეცება სივრცის დაზოგვისთვის.
SONGMICS
SONGMICS, SONGMICS HOME-ის სახლის ავეჯისა და აქსესუარების ბრენდი დაარსდა 2012 წელს. ბრენდის დევიზია "უბრალოების საზღვარს მიღმა". SONGMICS მომხმარებელს პრაქტიკული, მრავალმხრივი და მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. მათი პროდუქცია მოიცავს: სათავსოებს სახლისთვის, დეკორს, ეზოსა და ბაღის აქსესუარებს, სპორტისა და გარე აქტივობების აღჭურვილობებსა და სხვა.
SONGMICS განსაკურთრებულ ყურადღებას აქცევს თითოეული ოჯახისა და სახლის უნიკალურ საჭიროებებს. ბრენდის მთავარი მიზანია კომფორტული და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება მომხმარებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.





