SONGMICS, წიგნების თარო, ყავისფერი, 120 x 80 სმ
SONGMICS-ის წიგნების თარო იდეალური დანამატია თქვენი სახლისთვის. მაღალი ხარისხის თარო გამოირჩევა სადა, დახვეწილი დიზაინით და მოერგება ნებისმიერ სივრცეს. აქვს 6 დანაყოფი, რაც მას ტევადსა და მოსახერხებელს ხდის წიგნებისა და სხვა ნივთების დასაორგანიზებლად. განკუთვნილია როგორც მისაღები ოთახისთვის, ასევე საძინებლისა და ბავშვის ოთახისთვისაც.
მახასიათებლები:
• წიგნების თარო დამზადებულია მაღალი ხარისხის ფოლადისა და გადამუშავებული ხისგან, რაც მის ხანგრძლივ გამოყენებასა და გამძლეობას განაპირობებს.
• 6-დანაყოფიანი თარო იტევს 40 კგ-მდე წონის ნივთებს. აქვს რეგულირებადი სადგამი.
• მოერგება როგორც მისაღებ ოთახს, ასევე კაბინეტს, საძინებელსა და ბავშვის ოთახს და თქვენს სივრცეს მინიმალისტურ და ელეგანტურ ელფერს შესძენს.
SONGMICS
SONGMICS, SONGMICS HOME-ის სახლის ავეჯისა და აქსესუარების ბრენდი დაარსდა 2012 წელს. ბრენდის დევიზია "უბრალოების საზღვარს მიღმა". SONGMICS მომხმარებელს პრაქტიკული, მრავალმხრივი და მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. მათი პროდუქცია მოიცავს: სათავსოებს სახლისთვის, დეკორს, ეზოსა და ბაღის აქსესუარებს, სპორტისა და გარე აქტივობების აღჭურვილობებსა და სხვა.
SONGMICS განსაკურთრებულ ყურადღებას აქცევს თითოეული ოჯახისა და სახლის უნიკალურ საჭიროებებს. ბრენდის მთავარი მიზანია კომფორტული და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება მომხმარებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.











