Vimolife, LUNA, კონსოლი სარკით, თეთრი, 90 x 35 x 82 სმ
კონსოლის მაგიდა სარკით - ელეგანტური და ფუნქციური დეტალია თქვენი ინტერიერისთვის. იდეალურია საძინებლისა თუ მისაღები ოთახისთვის. თანამედროვე დიზაინი, თეთრი ზედაპირი და ბუნებრივი ხის ფეხები პრაქტიკულთან ერთად ესთეტიკურ იერს სძენს მას.
მახასიათებლები:
მასალა: კონსოლი დამზადებულია E1 სერტიფიცირებული MFC-ის მასალით - გამძლე, გაცვეთისადმი მდგრადი და მარტივად მოსავლელი. მყარი ხის ფეხები უზრუნველყოფს სტაბილურობას.
დიზაინი: ელეგანტური და თანამედროვე სტილი თქვენს ოთახს მიმზიდველ იერს მიანიჭებს. 45°-იანი MDF პროფილი უჯრებზე ხაზს უსვამს მის თანამედროვეობას. ორი უჯრა დახვეწილი ვიზუალით საშუალებას გაძლევთ დააორგანიზოთ კოსმეტიკა, აქსესუარები და სხვა ყოველდღიური ნივთები.
სარკე: ვერტიკალური სარკე ზომით (35 x 90 სმ) იდეალურია მაკიაჟისთვის, თმის დავარცხნისა ან სწრაფი შემოწმებისთვის სახლიდან გასვლამდე.
Vimolife
Vimolife თურქული ავეჯის ბრენდია, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე და ფუნქციური დიზაინით. ბრენდმა სწრაფად მოიპოვა ნდობა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე და დღეს უკვე მრავალი ქვეყნის მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ და ყველა სტილის ინტერიერზე მორგებულ ავეჯს სთავაზობს.
პროდუქცია პრემიუმ მასალებით — E1 ხარისხის დაფებით, MDF-ით და მყარი ხის დეტალებით მზადდება, რაც გამძლეობასა და ბუნებრივ ელემენტს მატებს. დაბალი ფორმალდეჰიდის გამოყოფა წარმოების პროცესში, კიდევ უფრო უსვამს ხაზს ბრენდის გარემოს დაცვის მიმართ პასუხისმგებლობას.
Vimolife-ს კოლექცია მოიცავს საძინებლის კომპლექტებს, ტელევიზორის სტენდებს, მაგიდებს, წიგნის კარადებსა და სხვა მრავალფუნქციურ ავეჯს, რომლებიც ფუნქციურობასა და ესთეტიკას აერთიანებს და მარტივად ეწყობა ნებისმიერ ინტერიერს. ძლიერი წარმოებისა და ლოჯისტიკის წყალობით, ბრენდი წარმატებით ახორციელებს ექსპორტს ევროპის მრავალ ქვეყანაში, ხოლო ISTA 3A სტანდარტის შეფუთვა უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხო მიწოდებას.










