Vimolife, WIEN, კარადა, 120 x 47.5 x 181.8 სმ
ოთხკარიანი კარადა - ფუნქციური და თანამედროვე გადაწყვეტილებაა თქვენი საძინებლისთვის. ავეჯი აერთიანებს პრაქტიკულობასა და ელეგანტურ დიზაინს.თეთრი ფერის დიზაინი თქვენს ოთახს მიანიჭებს ბუნებრივ, თბილ და ამავდროულად მინიმალისტურ იერს.
მახასიათებლები:
მასალა: კარადა დამზადებულია მაღალი ხარისხის MFC მასალით, რაც ხანგრძლივ გამოყენებასა და მარტივ მოვლას განაპირობებს.
დიზაინი: თანამედროვე და მინიმალისტური დიზაინი იდეალურად მოერგება თქვენს საძინებელს.
დიდი ტევადობა: სამკარიანი სექცია საკიდებითა და სათავსო სივრცით იდეალურია ტანსაცმლის განსათავსებლად, ქვედა მხარეს განთავსებული 2 დიდი უჯრა კი დაგეხმარებათ თეთრეულისა თუ პირადი ნივთების დაორგანიზებაში.
Vimolife
Vimolife თურქული ავეჯის ბრენდია, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე და ფუნქციური დიზაინით. ბრენდმა სწრაფად მოიპოვა ნდობა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე და დღეს უკვე მრავალი ქვეყნის მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ და ყველა სტილის ინტერიერზე მორგებულ ავეჯს სთავაზობს.
პროდუქცია პრემიუმ მასალებით — E1 ხარისხის დაფებით, MDF-ით და მყარი ხის დეტალებით მზადდება, რაც გამძლეობასა და ბუნებრივ ელემენტს მატებს. დაბალი ფორმალდეჰიდის გამოყოფა წარმოების პროცესში, კიდევ უფრო უსვამს ხაზს ბრენდის გარემოს დაცვის მიმართ პასუხისმგებლობას.
Vimolife-ს კოლექცია მოიცავს საძინებლის კომპლექტებს, ტელევიზორის სტენდებს, მაგიდებს, წიგნის კარადებსა და სხვა მრავალფუნქციურ ავეჯს, რომლებიც ფუნქციურობასა და ესთეტიკას აერთიანებს და მარტივად ეწყობა ნებისმიერ ინტერიერს. ძლიერი წარმოებისა და ლოჯისტიკის წყალობით, ბრენდი წარმატებით ახორციელებს ექსპორტს ევროპის მრავალ ქვეყანაში, ხოლო ISTA 3A სტანდარტის შეფუთვა უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხო მიწოდებას.







