SONGMICS, ტანსაცმლის ორგანაიზერი, 165 x 190 სმ
SONGMICS ტანსაცმლის ორგანაიზერი არის პრაქტიკული პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნებაში. მისი კომპაქტური და გემოვნებიანი დიზაინი ინტერიერს მატებს ჰარმონიისა და სისუფთავის ატმოსფეროს, ხოლო მრავალფუნქციური გამოყენება საშუალებას გაძლევთ სივრცე ეფექტურად მოაწესრიგოთ როგორც საძინებელში, ასევე აბაზანაში.
მახასიათებლები:
• სტაბილური, მტკიცე და გამძლე – 25 მმ დიამეტრის ფოლადის მილები, პრემიუმ არანაქსოვი ქსოვილი და გამძლე დამაკავშირებლები უზრუნველყოფს ამ ტანსაცმლის საკიდის ხანგრძლივ სტაბილურობასა და სიმტკიცეს (მაქს. დატვირთვა ჯამში: 110 კგ).
• მრავალფუნქციური სათავსო – ზედა ნაწილი შესაფერისია შესანახი ყუთებისთვის, საკიდები შემდეგი დღის კოსტიუმებისთვის, თაროები დაკეცილი ტანსაცმლისთვის, ქვედა თაროს ქვეშ კი შეგიძლიათ განათავსოთ ფეხსაცმელი. გვერდითა რკალები იდეალურია შარფებისა და ჰალსტუხებისთვის.
• ინსტრუმენტების გარეშე აწყობა – არანაირი ინსტრუმენტი არ არის საჭირო. უბრალოდ შეაერთეთ მილები და ქსოვილის თაროები პლასტიკის დამაკავშირებლებთან და თქვენი პორტატული კარადა მზადაა. ძალიან მარტივი!
SONGMICS
SONGMICS, SONGMICS HOME-ის სახლის ავეჯისა და აქსესუარების ბრენდი დაარსდა 2012 წელს. ბრენდის დევიზია "უბრალოების საზღვარს მიღმა". SONGMICS მომხმარებელს პრაქტიკული, მრავალმხრივი და მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. მათი პროდუქცია მოიცავს: სათავსოებს სახლისთვის, დეკორს, ეზოსა და ბაღის აქსესუარებს, სპორტისა და გარე აქტივობების აღჭურვილობებსა და სხვა.
SONGMICS განსაკურთრებულ ყურადღებას აქცევს თითოეული ოჯახისა და სახლის უნიკალურ საჭიროებებს. ბრენდის მთავარი მიზანია კომფორტული და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება მომხმარებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.











