Hanah Home, ტუმბო, შავი, 50 x 40 x 47 სმ
Hanah Home-ს თანამედროვე დიზაინით გამორჩეული ტუმბო იდეალური დანამატია თქვენი სახლისთვის. დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან, რაც უზრუნველყოფს გამძლეობას, მარტივ მოვლას და ხანგრძლივ გამოყენებას. განკუთვნილია მისაღები ოთახის ან საძინებლისთვის.
მახასიათებლები:
მასალა: დამზადებულია 18 მმ სისქის 100%-ით მელამინით დაფარული MDF-ის მასალით - გამძლე, მარტივად გასაწმენდი და ვიზუალურად მიმზიდველი მასალისგან, რომელიც ხანგრძლივად ინარჩუნებს პირვანდელ იერს.
დიზაინი: თანამედროვე და სადა ფორმები ავეჯს სძენს თანამდეროვე და მინიმალისტურ იერს. იდეალურად ერწყმის სხვადასხვა სტილის ინტერიერს.
მოსახერხებელი ზომა: 50 x 40 x 47 სმ-იანი ტელევიზორის მაგიდა ტევადია. იდეალურია მცირე სივრცეებისთვისაც, სადაც ორგანიზებულობა და ესთეტიკა თანაბრად მნიშვნელოვანია.
სათავსო: 2 პრაქტიკული თარო/სათავსო საშუალებას გაძლევთ მარტივად დააორგანიზოთ და მოათავსოთ საჭირო ნივთები.
Hanah Home
Hanah Home - სკანდინავიური ფუნქციურობა თანამედროვე ცხოვრებაში.
Hanah Home ბრენდს სჯერა რომ ვიზუალურთან ერთად პროდუქცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი, პრაქტიკული და აკმაყოფილებდეს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს. ბრენდი დაფუძნებულია სკანდინავიური დიზაინის პრინციპებზე, რასაც სახლში სინათლე, ორგანიზებულობა და ჰარმონიულობა შემოაქვს.
Hanah Home სპეციალიზირებულია ისეთი დიზაინის შექმნაში, რომელიც ითვალისწინებს სივრცის მაქსიმალურ გამოყენებას და ამარტივებს ყოველდღიურ რუტინას. ჭკვიანი თაროები, მრავალფუნქციური მაგიდები - ყოველი პროდუქტი შექმნილია პრაქტიკულობისთვის. ტრადიციული ვიზუალებიდან მიღებული შთაგონების მიუხედავად, ბრენდის მთავარი ყურადღება მიმართულია თანამედროვე ესთეტიკაზე უნიკალური იერის შესაქმნელად.
ხარისხი და მრავალფეროვნება ნებისმიერი სივრცისთვის
Hanah Home-ის ხელმისაწვდომობა და ხარისხი განისაზღვრება მასალების შერჩევით. მაღალი ხარისხის მელამინით დაფარული MDF განაპირობებს სუფთა, ესთეტიკურ ვიზუალს და მდგრადია ნაკაწრებისა და ტენიანობის მიმართ, ამასთანავე, მასალა მარტივია მოსავლელად. ამ ყოველივემ Hanah Home-ს მისცა საშუალება შეექმნა ისეთი ავეჯი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ ოთახშია შესაძლებელი - ტენიან აბაზანასა თუ მისაღებში.
Hanah Home დაგეხმარებათ მარტივად გაუმკლავდეთ სახლის მოწყობის გამოწვევებს თქვენი სივრცის ჰარმონიულობისთვის.
Hanah Home ითავსებს ჭკვიან დიზაინს, უნივერსალურ სტილსა და პრაქტიკულობას, რაც ქმნის ორგანიზებული, ჰარმონიული და პრაქტიკული ცხოვრების შესაძლებლობას





