Hanah Home, ყავის მაგიდა, მწვანე, 46 x 46 x 56 სმ
Hanah Home-ის ყავის მაგიდა მაღალი ხარისხის, გამძლე მასალებისგან დამზადებული, ელეგანტური და მინიმალისტური დიზაინით. იდეალურია პატარა ნივთების, წიგნების ან დეკორაციის დასალაგებლად. კომპაქტური ზომა და პრაქტიკული სტრუქტურა საშუალებას გაძლევთ მარტივად განათავსოთ ნებისმიერ სივრცეში, ქმნის მოწესრიგებულ და ფუნქციურ ინტერიერს.
მახასიათებლები:
მასალა: დამზადებულია მეტალიის მასალით - გამძლე, მარტივად გასაწმენდი და ვიზუალურად მიმზიდველი მასალისგან, რომელიც ხანგრძლივად ინარჩუნებს პირვანდელ იერს.
დიზაინი: სუფთა და თანამედროვე კონცეფცია მარტივად ერწყმის ნებისმიერ ინტერიერის სტილს — იქნება ეს სკანდინავიური, მინიმალისტური თუ თანამედროვე სასტუმროს სტილი.
მოსახერხებელი ზომა: 46 x 46 x 56 სმ - კომპაქტური და ამავდროულად ტევადი. იდეალურია მცირე სივრცეებისთვისაც, სადაც ორგანიზებულობა და ესთეტიკა თანაბრად მნიშვნელოვანია.
Hanah Home
Hanah Home - სკანდინავიური ფუნქციურობა თანამედროვე ცხოვრებაში.
Hanah Home ბრენდს სჯერა რომ ვიზუალურთან ერთად პროდუქცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი, პრაქტიკული და აკმაყოფილებდეს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს. ბრენდი დაფუძნებულია სკანდინავიური დიზაინის პრინციპებზე, რასაც სახლში სინათლე, ორგანიზებულობა და ჰარმონიულობა შემოაქვს.
Hanah Home სპეციალიზირებულია ისეთი დიზაინის შექმნაში, რომელიც ითვალისწინებს სივრცის მაქსიმალურ გამოყენებას და ამარტივებს ყოველდღიურ რუტინას. ჭკვიანი თაროები, მრავალფუნქციური მაგიდები - ყოველი პროდუქტი შექმნილია პრაქტიკულობისთვის. ტრადიციული ვიზუალებიდან მიღებული შთაგონების მიუხედავად, ბრენდის მთავარი ყურადღება მიმართულია თანამედროვე ესთეტიკაზე უნიკალური იერის შესაქმნელად.
ხარისხი და მრავალფეროვნება ნებისმიერი სივრცისთვის
Hanah Home-ის ხელმისაწვდომობა და ხარისხი განისაზღვრება მასალების შერჩევით. მაღალი ხარისხის მელამინით დაფარული MDF განაპირობებს სუფთა, ესთეტიკურ ვიზუალს და მდგრადია ნაკაწრებისა და ტენიანობის მიმართ, ამასთანავე, მასალა მარტივია მოსავლელად. ამ ყოველივემ Hanah Home-ს მისცა საშუალება შეექმნა ისეთი ავეჯი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ ოთახშია შესაძლებელი - ტენიან აბაზანასა თუ მისაღებში.
Hanah Home დაგეხმარებათ მარტივად გაუმკლავდეთ სახლის მოწყობის გამოწვევებს თქვენი სივრცის ჰარმონიულობისთვის.
Hanah Home ითავსებს ჭკვიან დიზაინს, უნივერსალურ სტილსა და პრაქტიკულობას, რაც ქმნის ორგანიზებული, ჰარმონიული და პრაქტიკული ცხოვრების შესაძლებლობას











