Hanah Home, ყავის მაგიდა, 119 x 60 x 40 სმ

274,90 

Hanah Home, ყავის მაგიდა, 119 x 60 x 40 სმ

Hanah Home-ის ყავის მაგიდ იდეალური დანამატია თქვენი ინტერიერისთვის. მაღალი ხარისხის, გამძლე მასალებისგან დამზადებული მაგიდა გამოირჩევა მინიმალისტური დიზაინით. შეგიძლიათ განათავსოთ წიგნები, აქსესუარები, დეკორი თუ სხვა. შესანიშნავია მისაღები ოთახისა თუ კაბინეტისთვის, ხოლო კომპაქტური ზომა და პრაქტიკული სტრუქტურა საშუალებას გაძლევთ მარტივად დაზოგოთ სივრცე და შექმნათ დაორგანიზებული, კომფორტული გარემო.

 

მახასიათებლები:

მასალა: დამზადებულია 18 მმ სისქის 100% მელამინით დაფარული MDF-ის მასალით - გამძლე, მარტივად გასაწმენდი და ვიზუალურად მიმზიდველი მასალისგან, რომელიც ხანგრძლივად ინარჩუნებს პირვანდელ იერს.

დიზაინი: მუხის ფერის სუფთა და თანამედროვე კონცეფცია მარტივად ერწყმის ნებისმიერ ინტერიერს - იქნება ეს სკანდინავიური, მინიმალისტური თუ თანამედროვე სტილი.

მოსახერხებელი ზომა: 119 x 60 x 40 სმ - კომპაქტური და მოსახერხებელი. იდეალურია მცირე სივრცეებისთვისაც, სადაც ორგანიზებულობა და ესთეტიკა თანაბრად მნიშვნელოვანია.

Hanah Home

Hanah Home - სკანდინავიური ფუნქციურობა თანამედროვე ცხოვრებაში.
Hanah Home ბრენდს სჯერა რომ ვიზუალურთან ერთად პროდუქცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი, პრაქტიკული და აკმაყოფილებდეს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს. ბრენდი დაფუძნებულია სკანდინავიური დიზაინის პრინციპებზე, რასაც სახლში სინათლე, ორგანიზებულობა და ჰარმონიულობა შემოაქვს.
Hanah Home სპეციალიზირებულია ისეთი დიზაინის შექმნაში, რომელიც ითვალისწინებს სივრცის მაქსიმალურ გამოყენებას და ამარტივებს ყოველდღიურ რუტინას. ჭკვიანი თაროები, მრავალფუნქციური მაგიდები - ყოველი პროდუქტი შექმნილია პრაქტიკულობისთვის. ტრადიციული ვიზუალებიდან მიღებული შთაგონების მიუხედავად, ბრენდის მთავარი ყურადღება მიმართულია თანამედროვე ესთეტიკაზე უნიკალური იერის შესაქმნელად.
ხარისხი და მრავალფეროვნება ნებისმიერი სივრცისთვის
Hanah Home-ის ხელმისაწვდომობა და ხარისხი განისაზღვრება მასალების შერჩევით. მაღალი ხარისხის მელამინით დაფარული MDF განაპირობებს სუფთა, ესთეტიკურ ვიზუალს და მდგრადია ნაკაწრებისა და ტენიანობის მიმართ, ამასთანავე, მასალა მარტივია მოსავლელად. ამ ყოველივემ Hanah Home-ს მისცა საშუალება შეექმნა ისეთი ავეჯი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ ოთახშია შესაძლებელი - ტენიან აბაზანასა თუ მისაღებში.
Hanah Home დაგეხმარებათ მარტივად გაუმკლავდეთ სახლის მოწყობის გამოწვევებს თქვენი სივრცის ჰარმონიულობისთვის.
Hanah Home ითავსებს ჭკვიან დიზაინს, უნივერსალურ სტილსა და პრაქტიკულობას, რაც ქმნის ორგანიზებული, ჰარმონიული და პრაქტიკული ცხოვრების შესაძლებლობას