SONGMICS, თარო, 64 x 151.5 სმ
SONGMICS თარო არის პრაქტიკული და ელეგანტური გადაწყვეტილება, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ნივთების ორგანიზებასა და წესრიგის შენარჩუნებაში. მისი კომპაქტური და თანამედროვე დიზაინი ინტერიერს სძენს ჰარმონიულ და სუფთა იერსახეს, ხოლო მრავალფუნქციური გამოყენება საშუალებას გაძლევთ ეფექტურად მოაწყოთ სივრცე როგორც მისაღებში, ისე საძინებელში ან სამუშაო ოთახში.
მახასიათებლები:
• მრავალფუნქციური და მოდური დიზაინი – დახრილი ფორმის თარო აერთიანებს ხის იმიტაციის დაფებსა და მეტალის ჩარჩოს, რაც მას თანამედროვე და ელეგანტურ იერს ანიჭებს. ის მარტივად ერწყმის როგორც მისაღებ, ისე საძინებელ ოთახს.
• მტკიცე და სტაბილური კონსტრუქცია – მყარი მეტალის ჩარჩო და ხარისხიანი დაფები უზრუნველყოფს თაროს სიმყარესა და ხანგრძლივ გამძლეობას. თითოეული თარო მზად არის წიგნების, დეკორისა თუ სხვა ნივთების უსაფრთხოდ შესანახად.
• კომპაქტური და სივრცის შემნახველი – დახრილი სტრუქტურის წყალობით, თარო იკავებს მინიმალურ ადგილს და ამავდროულად გაძლევთ მაქსიმალურ სათავსო სივრცეს, რაც იდეალურია მცირე ოთახებისთვისაც.
SONGMICS
SONGMICS, SONGMICS HOME-ის სახლის ავეჯისა და აქსესუარების ბრენდი დაარსდა 2012 წელს. ბრენდის დევიზია "უბრალოების საზღვარს მიღმა". SONGMICS მომხმარებელს პრაქტიკული, მრავალმხრივი და მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. მათი პროდუქცია მოიცავს: სათავსოებს სახლისთვის, დეკორს, ეზოსა და ბაღის აქსესუარებს, სპორტისა და გარე აქტივობების აღჭურვილობებსა და სხვა.
SONGMICS განსაკურთრებულ ყურადღებას აქცევს თითოეული ოჯახისა და სახლის უნიკალურ საჭიროებებს. ბრენდის მთავარი მიზანია კომფორტული და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება მომხმარებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.










